„გამსახურდიამ დაიწყო როგორც დისიდენტმა და დაასრულა როგორც ტირანმა, ის სადამ ჰუსეინს ჰგავს“, – ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1992 წელს, პოლონურ გამოცემასთან („ვპროსტი“) მიცემულ ინტერვიუში.
„კავკასიელი ჰუსეინი“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია პოლონურ ყოველკვირეულ გამოცემაში, რომლის ავტორიც მარია გრიჟაკი გახლდათ. სტატია, რომელიც 1992 წლის იანვრის თვეში დაიბეჭდა, მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი, მაშინ, როდესაც სააკაშვილი „მოქალაქეთა კავშირის“ წევრიც არ გახლდათ. ის ამ პერიოდში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში. შემდგომ მცირე ხანს მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად.
სტატიის დასაწყისში ნათქვამია – ზვიად გამსახურდიამ მოუწოდა ამერიკელ ხალხს – „ჯორჯ ბუში არ არის თქვენი პრეზიდენტი…“
ინფორმაცია ექსკლუზიურად პოლიტოლოგმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ და პოლიტპატიმარმა ალექსანდრე ახალკაცმა „მარშალპრესს“ მიაწოდეს.
„მარშალპრესი“ გთავაზობთ გაზეთიდან ფოტო-სქრინს.