logo_geo
eng_logo
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ხმელთაშუა ზღვაში 730 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს
- +

31 მარტი. 2019. 20:28

 

 

2015 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ხმელთაშუა ზღვაში 730 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს. ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპოლუსი ევროპარლამენტისთვის განკუთვნილ წერილში წერს. ინფორმაციას DW-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

 

მისი განცხადებით, ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა ევროკავშირისა და მისი წევრებისთვის უმნიშვნელოვანესია. მან განსაკუთრებით გამოყო არასახელისუფლებო ორგანიზაციების როლი.

 

 

26 მარტს ევროკავშირმა ლიბიის სანაპიროებზე სამხედრო-საზღვაო ოპერაცია "სოფიას" დასრულების შესახებ გამოაცხადა. ჯგუფი ზღვაში მიგრანტთა სამაშველო ოპერაციებისთვის იყო შექმნილი. მას შემდეგ რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ხმელთაშუა ზღვისპირეთში მიგრანტთა გადანაწილების სქემაზე, "სოფიას" ფარგლებში მიგრანტთა კონტროლი და დახმარება ახლა მხოლოდ საჰაერო გზით განხორციელდება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner