logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენ საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ, ამის არც თვალყურის დევნების დრო გვაქვს და არც სურვილი
- +

1 აპრილი. 2019. 02:52

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მის მიმართ გამოთქმულ სხვადასხვა მწვავე შეფასებას, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მას არ აინტერესებს.

 

„ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა გვებრძოლოს ჩვენ. მე არ ვსაუბრობ ახლა ჩემზე, მე წარმოვადგენ გარკვეულ გუნდს და გარკვეულ უწყებას. ახლა ჩვენ როდესაც ჩვენ საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ - ამის არც თვალყურის დევნების დრო გვაქვს და სიმართლე, რომ გითხრათ არც დიდი სურვილი. ვიღაცას რაღაცა თუ ვაწყენინეთ - ბოდიში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კრიტიკა რომელიც არის ობიექტური და დასაბუთებული, რამდენად მწვავეც არ უნდა იყოს, ამის არც არასდროს შეგვშინებია და არც ახლა გვეშინია.  ჩვენ თუ ამაზე მგრძნობიარე გავხდით, მერწმუნეთ, რომ ბევრ დროს დავკარგავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

right_banner right_banner
არქივი
right_banner