logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: საქართველოში სააკაშვილს არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს!
- +

ავტორი ანა ფერაძე

26 მაისი. 2016. 15:43


ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განცხადებას „რეპორტიორთან" საუბარში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს არ აქვს უფლება, პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს როგორც სუბიექტი.


„საქართველოში სააკაშვილს არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს.

 

ჩემთვის ძალიან რთული აღსაქმელი იყო, როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა და გუბერნატორობას დათანხმდა.

 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, შესაბამისად, მას არანაირი უფლება არ აქვს, პოლიტიკურ პროცესში მიიღოს მონაწილეობა როგორც სუბიექტმა, მაგრამ მხარდაჭერა შეუძლია გამოუცხადოს როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქემ, მისთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას", - აცხადებს დემურ გიორხელიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner