logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა
- +

26 მაისი. 2016. 15:44


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საზეიმო, სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.


გიორგი ალიბეგაშვილი თავისუფლების მოედანზე გამართულ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.


წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ  საქართველოს მოქალაქეებსა და ქართულ ჯარს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 


„ჩვენი ქვეყნის ერთგულება და ღირსების დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე.

 

განსაკუთრებით კი, პატივი  იმ გმირების ხსოვნას მივაგო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა. 

 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში  სახელმწიფო დამოუკიდებლობის და სიძლიერის განსამტკიცებლად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება",- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.


დეპუტატებმა ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე  ყველა სახელმწიფო უწყების გამოფენა დაათვალიერეს, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.


საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.


თბილისში საზეიმო ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნა.


მოეწყო  ყვავილების ფესტივალი,  ასევე სპორტული,   საბავშვო  და გასართობი ღონისძიებები, ხოლო   მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე ასევე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული ტექნიკა გამოიფინა.


დღესვე,  ტრადიციულად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყველა სახელმწიფო უწყების სტენდი განთავსდა, სადაც სამინისტროებმა  უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნა საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner