ავტორი ანა ნონიკაშვილი
2011 წლის 26 მაისის აქციაში მონაწილე პირები ყოველწლიურად იკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, სადაც მოხდა მათი დარბევა მაშინდელი მმართველი გუნდის - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის დავალებით. ხუთი წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე „რეპორტიორის" გადამღებ ჯგუფს ესაუბრა აქციის მონაწილე, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი კარლო კოპალიანი.
„თავისუფლების მოედანზე დამაკავეს, გამკოჭეს, მცემეს, შეურაცხმყვეს, არადა, იცოდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი.
მეტრო „თავისუფლების მოედნის" წინ დაყრილ ნაცემ და დაპატიმრებულ ადამიანებზე დადიოდა შავფორმიანი უნიღბო პოლიციელი. საშინელება იყო. ხოცვა-ჟლეტა მოაწყო დუჟმორეულმა, ნაგიჟარმა სააკაშვილმა. დახოცა ადამიანები, დამალა მაღაზიის სახურავზე და დღეს ძალადობაზე გველაპარაკება გარეწრების და ბანდიტების ერთობა, რასაც ე.წ. „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია. მათ არც პარტიას ვუწოდებ და არც ჩემს ოპონენტებს დღევანდელ პარლამენტში, იმიტომ რომ ისინი არიან სექტის წევრები, რომლებსაც არ სწამთ არც სამშობლო, არც ღმერთი, არც ოჯახი, შვილი, მეზობელი და მეგობარი... აი, ასეთი ხალხი მართავდა 9 წელი ქვეყანას.
ბოკერიას ვიღაცის მუშტი მოხვდა გუშინ სამეგრელოში და ახლა იზახიან -ამიტომ ის კაცი აუცილებლად უნდა დაისაჯოსო. ვერ დავეთანხმები. ვეთანხმები სამართლიან მოთხოვნას, ორივე მხარე დაიკითხოს, შეჯერდეს განცხადებები, დღეს საბედნიეროდ, სულ სხვა გამოძიება გვაქვს.
„ნაციონალებს" ჰგონიათ, დღესაც ხელისუფლება ოპონენტებს მუშტი-კრივით უმასპინძლდება. არ არის ასე.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრებს იმდენი საზიზღრობა აქვთ ჩადენილი ხალხის წინაშე, რომ ქუჩაში ვეღარ გამოდიან, ქორწილებში ვეღარ მიდიან, რესტორნებში ვერ შედიან -ეშინიათ, ვიღაც დაზარალებული კაცი აღმოჩნდება და ცხვირ-პირს დაუმტვრევს.
დასჯილი არის ვანო მერაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ დღეს ციხეშია. მიმაჩნია, რომ კოჰაბიტაცია არ უნდა ყოფილიყო. ყველა დამნაშავეს უნდა ეგო პოსუხი. ჟურნალისტებმა კარგი მასალა დაგვიტოვეს, რომლის გადაღებაც ძვირად დაუჯდათ. შეგვიძლია, ამ დანაშაულის მონაწილეების იდენტიფიკაცია მოვახდინოთ. გვაქვს მასალები, სადაც ზონდერი ნიკა მელია ასრულებს ჩვეულებრივი ჯალათის საქმიანობას. ბოკერია ვინ არის, რას წარმოადგენს და რა დამართა ქვეყანას, კარგად ვიცით, ამიტომ ვთვლი, რომ სამართლიანად მოხვდათ. სხვა ამბავია, რამდენად სწორად იყო ადგილი შერჩეული ცხვირის გასატეხად. ისინი ცემაზე მეტს იმსახურებენ",- განაცხადა კოპალიანმა.