ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორია ზუგდიდში დაკრძალეს.
დილიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები მივიდნენ.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.