logo_geo
eng_logo
აშშ-ის ელჩი NATO-ში: ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან
- +

1 აპრილი. 2019. 15:13

 

„აშშ იმედოვნებს, რომ მომავალში უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან“, - ამის შესახებ NATO-ში აშშ-ს ელჩმა კეი ბეილი ჰათჩინსონმა განაცხადა.

 

„ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს უკრაინა და საქართველოსთან. ვიმედოვნებ, რომ ისინი შეძლებენ ნატო-ში გაწევრიანებას“, - განაცხადა ჰათჩინსონმა.

 

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ და უკრაინამ რეფორმები გაატარეს თავიანთ ქვეყნებში და აშშ განაგრძობს ამ ქვეყნებთან მუშაობას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner