logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი: „დირსის“ კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი
- +

1 აპრილი. 2019. 15:52

 

საცხოვრებელ კომპლექს „დირსიში“ ადგილზე უსაფრთხოებას და მართლწესრიგს პოლიცია უზრუნველყოფს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორივე მხარის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა არ მოხდეს მხარეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტი ან დაპირისპირება. ნებისმიერ პირს აქვს საშუალება მიიღოს საკვებიც და სასმელი წყალიც და რაც საპოლიციო დანაყოფებმაც არაერთხელ მიაწოდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებულები ვართ, იმისთვის, რომ ადგილზე დავიცვათ მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ამის გარდა პოლიციას სხვა დავალება არ გააჩნია“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner