logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში
- +

1 აპრილი. 2019. 16:16

 

NATO განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. გასულ კვირას ეს თანამშრომლობა ვიხილე 2019 წლის NATO-საქართველოს წვრთნების ფარგლებში“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

სტოლტენბერგის თქმით, დღეს NATO-ს საზღვაო ჯგუფის გემები უკრაინაში და საქართველოში შევიდნენ.

 

„ეს გემები მონაწილეობას მიიღებენ საზღვაო წვრთნებში. ვფიქრობ, ამ კვირას NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს, რათა გავაუმჯობესოთ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერება და გავზარდოთ NATO-ს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა და ინფორმაციის გაცვლა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner