ავტორი ალა გრიგალაშვილი
„26 მაისი ჩემთვის შინაგანი თავისუფლებაა, მაგრამ დამნაშავის დაუსჯელობა თავისუფლება არაა!" - ამის შესახებ „რეპორტიორს" ქეთო დოლიძემ განუცხადა.
რეჟისორის თქმით, 2011 წლის 26 მაისის დარბევაში მონაწილე დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან, რაც მისთვის შეურაცხმყოფელია.
„პირადად ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი არის ის, რომ 3-4 კაცის გარდა, არცერთი დამნაშავე არ არის დასჯილი. 26 მაისს ამდენი ადამიანი შეურაცხყვეს, სცემეს, მიცვალებულები მაღაზიის თავზე შეაგდეს - ამ ყველაფრის მოქმედი პირები რომ დაუსჯელები დადიან, ჩემთვის ეს დიდი შეურაცხყოფაა. სასაცილოა, რომ ამ ფონზე მიდის ისტერიული კამპანია კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით. 9 წელი გვაყენეს მათ ჩვენ შეურაცხყოფა. ცემა-ტყეპის მომხრე არასდროს არ ვარ, მაგრამ გადახედეთ ტელევიზიებს, ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში. ასეთი ფაქტები ყველგან ხდება... ბოკერია რისი მსხვერპლია?! ჩვენ ვართ მაგათი მსხვერპლები. შეურაცხყოფილი ვარ იმით, რომ პასუხი არავინ აგო. მხოლოდ ორიოდე კაცი ზის ციხეში..." - განაცხადა დოლიძემ.