4 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მოუსმენენ.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იზორიას მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში იგეგმება.
ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება. „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პარლამენტი, მიმდინარე წლის განმავლობაში, 11 მინისტრს მოუსმენს.