„ვულოცავ მთელ ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას, საერთოდ უბრალო ხალხს, ვისაც რაღაც სწამს ჯერ კიდევ და მე მჯერა რომ სწამს... ამ არაჩვეულებრივი, არ ვიცი რა დავარქვა წიგნი თუ... სახლში მიდევს უზარმაზარი სიმდიდრე, განძი და მინდა გამოვხატო ბედნიერება, რომელიც ჩემში იწვევს გარკვეულ ცრემლსებსაც. რამდენი საუკენე ვარსებობთ, რამდენი საუკენე არსებობს ქრისტინაული საქართველო. ჯერ არ შექმნილა ასეთი რამ“, - ასე გამოეხმაურა რობერტ სტურუა ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის გამოცემას. რამდენიმე ათასი საგალობელი ნოტებზე ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით გადაიტანეს. ანთოლოგიაზე სვიმონ ჯანგულაშვილი და ლევან ვეშაპიძე რამდენიმე წლის მანძილზე მუშაობდნენ. უკვე გამოიცა 8 ტომი, სულ 40 ტომის გამოცემაა დაგეგმილი, რომელშიც ათი ათასამდე ქართული საგალობელი შევა. მზადდება ინტერნეტვერსია და ქართული გალობა ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა მუსიკოსისთვის შესაძლებელი იქნება.
ანთოლოგიის გამოცემას ნანა ჯანელიძეც გამოეხმაურა:
„ჩემთის ეს არის იმ დიდი საქმის გაგრძელება, რაც თავის დროზე ერთი საუკუნის წინ გააკეთეს, იღვაწეს ფილიმონ ქორიძემ და ექვთიმე კერესელიძემ. მათ რომ წარმოედგინათ, ერთი საუკუინის შემდეგ მათ მიერ გადარჩენილი 5532 საგალობელი, რომელიც ხელით იყო ჩაწერილი და შემდეგ ექვთიმე კერესელიძის მიერ სამ ხმაში გამართული და აი, ამას ასე მოკიდებდნენ ხელს და ესე არაჩვეულებრივად გადმოსცემდნენ და ყველას ექნებოდა წვდომა აი, ამ განძთან (ეს არის ნამდვილად ეროვნული განძი), ისენი იტყოდნენ რომ ესენი არიან გალობის რაინდები, როგორც ისენი იყვნენ გალობის რაინდები. ასე რომ, ეს ადამიანები სიმონი, ლევანი, გიორგი - ესენი არიან გალობის რაინდები და ისინი ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას და კიდევ უფრო მეტი, ისინი ემსახურებიან ღვთის საგალობელს. ეს არის უდიდესი პატივი მათთვის და დიდი საჩუქარი ჩვენთვის“, - განაცხადა ნანა ჯანელიძემ.