თბილისის მერია ეხმაურება ჭავჭავაძის გამზირზე, შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმე კაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს.