logo_geo
eng_logo
ლელა კიკალეიშვილი: რა გვაჩუქა მან? - თავისუფლება!
- +

2 აპრილი. 2019. 00:35

 

PR სპეციალისტი ლელა კიკალეიშვილი  სოციალურ ქსელში წერს:

 

„ბაფთიანი გოგონა სკოლის ეზოსკენ გაიქცა, შესვენების ზარი უნდა ჩამოეკრა! 90-იან წლებში, სკოლებში ხეზე დაკიდული რკინის ზარები, გაკვეთილის დასრულება-დაწყების მახარობელივით იყო! იმ დღეს, რიგი თეთრ ბაბთიან გოგონას და მის თანაკლასელ ბიჭს მოუწიათ. მათი საკლასო ოთახი ეზოს წინა და გზის მხარეს გადაყურებდა. ის იყო პირველი ზარი ჩამოკრეს, რომ თანასოფლელების კოლონა ცენტრისკენ ჩქარი ნაბიჯებით მიმავალნი შეამჩნიეს, სკოლის ეზოშიც ჩოჩქოლი ატყდა, დიდ-პატარა, ყველა მის სახელს გაიძახდა-ზვიადი ჩამოივლის ზვიადი!...

 

დააგდეს ეს ზარს მობმული თოკი ბავშვებმა და ამ ნაცნობ-უცნობებთან ერთად ცენტრისკენ გაიქცნენ. ცენტრი იქვე, სკოლის ეზოს ესაზღვრებოდა. ხეებზე უფროსკლასელები ამძვრალან და ტოტებზე საახალწლო ნათურებივით ჩამომსხდარან,ზოგი ,,მაღააზიის" სახურავზე,ზოგი - ეზოს ღობეზე იყო ჩამომჯდარი! საგანგებოდ ემზადებოდა ყველა , რომ ახლოდან დაენახათ ჩვენი დროის თანამედროვე გმირი!

 

ამდენის გააზრება და გაანალიზება ვერ მოახერხა გოგონამ, მაგრამ ხვდებოდა და აცნობიერებდა ამ საერთო ღელვის მიზანს, გაუგია უფროსებისგან,ახლობლებისგან მასზე. მსუბუქი ავტომანქანა შენელდა... და ზუსტად ბაფთიან გოგონასგან 10-15 მეტრი დაშორებთ შეჩერდა! მინა ჩაწია ვიღაცამ, კარი გამოაღო და გადმოვიდა!

 

როცა ყველა მათგანი მის ნახვას ახლოდან ოცნებობდა, ზვიადი ბაფთიანი გოგონას წინ იდგა! ნაღვლიანი,გაფითრებული,მაგრამ მშვიდი და აუღელვებელი! თავზე ხელი გადაუსვა გოგონას, შემდეგ კი მშვიდი ხმით შეკრებილებს მიმართა - ჩვენ გავიმარჯვებთ, მეგობრებო! მადლობა გადაუხადა, ჩაჯდა მანქანაში და ნელ-ნელი სვლით სოფელ ხეთიდან ზუგდიდისკენ გაემართა. ხალხის დიდ კოლონას ფეხდაფეხ დიდხანს მიუყვებოდნენ ბაფთიანი გოგონა და მისი თანაკლასელები.

 

მერე, დედისთვის უკთხავს: რამე გვაჩუქა ზვიადმა,რატომ მივყვებით ყველა მის მანქანას უკან?

დედას ჩაეღიმა და მიუგო:

-თავისუფლება!!! ...

რას გაიაზრებდა 6 -7 წლის გოგონა ამ სიტყვის მნიშვნელობას,მაგრამ აცნობიერებდა იმას , რომ რაღაც დიდი მოვლენა ხდებოდა მის ქვეყანაში!

 

წლები გავიდა... დღეს, კი უფრო და უფრო ვხდები, როგორ იცხოვრა ამ წუთისოფელში და აღესრულა სამშობლოსთვის!

 

მადლობა მას სიცოცხლის ფასად მოპოვებული ამ თავისუფლებისთვის! ჯერ კიდევ რთული გზა გვაქვს გასავლელი,ბევრი გამარჯვება მოსაპოვებელი, რომ მისი დაწყებული საქმე წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე!

 

მე, კი, ისევ ის ბაფთიანი გოგონა დავრჩი, რომელიც 6 წლის ასაკში თავისუფლებას ეზიარა და დღესაც, ზვიადის გზის ძიებაშია“!!! - წერს ლელა კიკალეიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner