logo_geo
eng_logo
თაღლითობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

2 აპრილი. 2019. 12:07

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თაღლითობაში ბრალდებული დ.ს. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, დ.ს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დუბაიში დასაქმების დაპირებით, მოტყუებით დაეუფლა 37 მოქალაქის კუთვნილ თანხას ჯამში - 70 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის  „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  გირაო შეეფარდა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  დ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  7  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner