logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: 2016 წლის არჩევნებში მოსახლეობა არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას
- +

ავტორი ანა ფერაძე

26 მაისი. 2016. 16:58


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, არის პროვოკაცია და გამიზნულია ხალხის დასაშინებლად. აქვე გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალების" პროვოცირებული იყო.


„სიმართლე გითხრათ, ჩვენ გვყავდა გაურკვეველი კანდიდატი, რომელიც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, ჩემთვის გაუგებარია, როგორ მოხვდა ეს ადამიანი „ქართულ ოცნებაში". ამან დიდი გავლენა იქონია დამარცხებაზე.

 

სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში „ნაციონალებს" ჰყავთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც იღებს ფულს და მათ დავალებებს ასრულებს.

 

ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში შუალედურ არჩევნებში 40 ხმით მოიპოვა გამარჯვება, არ ნიშნავს, რომ მათ გამარჯვების პერსპექტივა აქვთ.

 

2003 წელს ასეთი პროვოკაციებით დაიწყეს მათ გამოსვლები, მაგრამ ახლა 2003 წელი არ არის და ყველამ კარგად იცის „ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის შედეგი, ასე რომ, 2016 წლის არჩევნებში მოსახლეობა არ დაუშვებს მათ გამარჯვებას", - ამბობს გუგული მაღრაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner