საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც 2030-ს პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსისი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
გამოძიების საფუძველი გახდა არასამთვრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" მიმართვა, რომელიც დეპუტატ გოგი თოფაძის საჯარო განცხადებებს ეხება.
გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს საგარეჯოში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, გაირკვეს, ადგილი აქვს ცილისწამებას, თუ არჩევნების გაყალბება რეალურად მოხდა.