ავტორი ანა ზალდასტანიშვილი
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „რეპორტიორთან" გაიხსენა 2011 წლის 26 მაისის ღამე და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლების ორგანიზებითაც მოხდა აქციის დარბევა, დღემდე დაუსჯელები არიან.
„საერთოდ არაფერი არ არის გამოძიებული, არც 26 მაისის საქმე და არც სხვა მკვლელობები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. სრული განუკითხაობა ხდებოდა. 10-15 მდე ახალგაზრდაა გარდაცვლილი იმ დროისთვის და არ გამოუძიებიათ, არც აპირებენ ალბათ, რომ გამოიძიონ", - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.