logo_geo
eng_logo
სახალხო დამცველი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობას განსაკუთრებულად დადებითად აფასებს
- +

2 აპრილი. 2019. 14:10

 

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობა. ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ არის საუბარი, პირდაპირ მითითებულია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ჭრილში, დადებით კონტექსტში უნდა გამოიყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ახლად შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მეშვეობით, კარგი შედეგები აჩვენა.

 

სახალხო დამცველი ასევე, განსაკუთრებით დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რითაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, გამკაცრდა სასჯელი ოჯახში ძალადობის ჩადენისთვის.

 

სახალხო დამცველი ანგარიშის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაქტიკაში დანერგა ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რაც როგორც აღინიშნა უმნიშვნელოვანესი გარანტიაა მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციისთვის. ასევე, აღნიშნულია, რომ 2018 წლის მარტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით (unwomen), შემუშავდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმი. სახალხო დამცველის შეფასებით, დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის განსახილველად წარდგენამ და მათი მოსაზრებების გათვალისწინებამ, რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი კიდევ უფრო დახვეწა. აღნიშნულია, რომ ეს ინსტრუმენტი, ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციასა და ძალადობის გამეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტას უწყობს ხელს.

 

2018 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე, მათი დაცვა ხელახალი და განმეორებითი ვიქტიმიზაციისაგან. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით 2018 წელს სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რასაც სახალხო დამცველი აფასებს, როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით გადადგმულ მნიშვნელოვანი ნაბიჯს.

 

ასევე, სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში დადებითად ფასდება, რომ გასულ წელთან შედარებით გაზრდილია გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის შემთხვევები. თუ 2017 წელს ოჯახურ დანაშაულებზე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 25 პირის მიმართ, 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 151 პირს ბრალი წარედგინა სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის, 111 პირი გამოვლენილ იქნა სქესის/გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სახალხო დამცველის  ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ ორჯერ არის შემცირებული ოჯახში ძალადობის შედეგად ქალის მკვლელობის მაჩვენებელი, რაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე აქტიური მუშაობის შედეგია. ასევე, აღნიშნულია, რომ 2017 წელს, ოჯახის წევრის მიერ 14 ქალი იქნა მოკლული, 2018 წლის მანძილზე კი 6 . აგრეთვე, პოზიტიურად არის აღნიშნული, რომ 2018 წელს განხორციელებული ქალთა მკვლელობები არ ყოფილა ჩადენილი მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ. სახალხო დამცველი ქალთა მკვლელობების კლების ამ ტენდენციას პირდაპირ უკავშირებს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური მონიტორინგის განხორციელებასა და რისკების შეფასების სისტემის არსებობას შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის გაუმჯობესება, რაც როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს წლების განმავლობაში პრობლემური იყო. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გამომძიებლებისთვის შემუშავდა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სამდღიანი სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავს როგორც სამართლებრივ, ასევე ფსიქოლოგიურ საკითხებს, რომელთა შორის არის: დისკრიმინაციის სახეები, დისკრიმინაციული მოტივის განმსაზღვრელი ინდიკატორები, დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიზნით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები და ა.შ. აღნიშნული კურსის  ფარგლებში უკვე გადამზადდა 50-მდე გამომძიებელი, რამაც გაზარდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღნიშნული დანაშაულებების ეფექტური გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner