logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: ესენი რეალურად „ფეიკ“-არასამთავრობო ორგანიზაციები არიან
- +

2 აპრილი. 2019. 16:17

 

 

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი გია აბაშიძის მიერ დღეს წარდგენილ კვლევას ეხმაურება. კვლევაში საუბარია, თუ როგორ შეაღწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით.

 

„ძალიან საინტერესო კვლევაა, ძალიან ბევრი რამ გახდა ჩემთვისაც ნათელი. უცნობი დეტალები გახდა დღეს  ცხადი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ გაიგოს, თუ ვინ დგას ამ ორგანიზაციების ანუ „ენჯეოების“ უკან. როგორც ხედავთ, არის ათეულობით „ფეიკი-ენჯეო“ ქვეყანაში  და ამ „ენჯეოების“ ერთადერთი დანიშნულება არის არა ქვეყნის  დემოკრატიული, ჰარმონიული განვითარება, არამედ ჩვენი ქვეყნის იმიჯის „გაშავება“ დასავლეთის თვალში. ამიტომ ამ მხრივ  ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი გიას ნაშრომი. ეს არის ძალიან ფუნდამენტური, სიღრმისეული კვლევა“, - განაცხადა  მეტრეველმა.

 

მეტრეველის თქმით, მას გარკვეული ინფორმაციები ჰქონდა აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, თუმცა ასეთ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობდა.

 

 

„მე მქონდა გარკვეული ინფორმაცია მათ საქმიანობაზე, თუმცა, არ მქონდა დეტალური ინფორმაცია იმ სიღრმეებზე, თუ სადამდე აქვთ ამ ადამიანებს ფესვები გადგმული. მაგალითად,  თამარ  კინწურაშვილი,  რომლის დროსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ რა სიბინძურითაც იყო დაკავებული, ყველამ კარგად ვიცით, დღეს არასამთავრობო სექტორშია და  ასეთი არასამთავრობო სექტორში ძალიან ბევრია. ესენი არიან რეალურად „ფეიკ“-არასამთავრობო ორგანიზაციები“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner