სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომრლაურის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული სავარაუდოდ, დაკავებულია.
„დადასტურებით ვერ ვიტყვით, რომ ზუსტად ასეა, მაგრამ ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, დაკავებულია ეს ადამიანი. ჩვენი ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს. რამდენს მიუსჯიან, ამას უკვე გამოძიება და სასამართლო გადაწყვეტს",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.