ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავა.
„ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლის დაკავება ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს უკავშირდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.