საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი მიიღო.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთობაზე და შვეიცარიის, როგორც რუსეთ-საქართველოს შორის შუამავლის, როლის მნიშვნელობაზე.