logo_geo
eng_logo
დათო ევგენიძე: ჩემს წამოწყებულ კამპანიაზე ოდნავ შემეცვალა აზრი...
- +

2 აპრილი. 2019. 20:02

 

 

მუსიკოსი დათო ევგენიძე ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემაში „ახალი დღე“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც ევგენიძე აღნიშნავს, საავტორო უფლებების დაცვის ახალი ორგანიზაცია - „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებით ჩამოყალიბდა და მას რუსულ პოლიტიკასთან არავითარი შემხებლობა არ აქვს.

 

დავით ევგენიძე: ასოციაციაზე, რომელიც ჩამოყალიბდა და ჰქვია „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ და რომელზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესენი არიან რუსული ინტერესების გამტარებელი ხალხი, ბოლოს როგორც გავერკვიე, ყველა ორგანიზაცია მუშაობს ერთსა და იმავე ორგანიზაციასთან - „რაოსთან“. რომლის წევრიც მე ვიყავი 2005 წლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი ვიდეორგოლის გამო, ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა შიში ამ ახალ ასოციაციასთან თანამშრომლობის, მინდა, განვაცხადო - ესენი არიან ისრაელის მოქალაქეები, დამფუძნებლები არიან ქართველები და იგივე ხელშეკრულებები აქვთ ამ რუსულ ორგანიზაციასთან (რომელსაც რუსეთის საავტორო უფლებები ჰქვია), როგორც იმ სხვა დანარჩენ ორგანიზაციებს. ასევე არსებობს საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია საფრანგეთში - „სასემი“, გერმანიაში - „ამპლიტუდი“ და ა. შ. ამიტომ არ მინდა, ვინმეს რაიმე შიში გაუჩნდეს. ის, რომ ეს არის საავტორო უფლება, კანონმდებლობით როგორ არის, თვითონ უნდა გაერკვნენ. მაგრამ რუსულ კვალზე, რაზეც იყო ატეხილი ამბავი - რეალური საბუთებით ვხვდები, რომ ერთსა და იმავე კომპანიასთან აქვთ ხელშეკრულება დადებული. ასე რომ, ვისაც ეშინია, რომ ევგენიძე „პირველ არხზე“ დაბლოკავს თუ რაღაცა სისულელეებს უზამს,  ჩემი რუსული საავტორო უფლებებიც ამ ასოციაციას გადმოეცა და ამ ასოციაციაში გავწევრიანდი.

 

ჟურნალისტი: ჩვენი სტუმარი, ბატონი გიგა კობალაძე საუბრობდა, რომ რუსული ახალი ტექნოლოგიური სისტემებით, რომელიც „ბლოკჩეინს“ გულისხმობს და აღრიცხავს ყველა იმ ჰონორარს, ყველა იმ ჯამაგირს, რომელიც მუსიკოსს გადაეცემა...

 

დავით ევგენიძე: ჯამაგირს არა... საავტორო უფლებები თუ არ აღირიცხა, ის ყოველთვის იქნება გაუმჭვირვალე და აქედან გამომდინარე, დადგეს ტექნოლოგიური აპარატურა. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი ფული რუსეთიდან, რატომ უნდა დარჩეს ჩვენი ფული რუსეთში, ჩვენი ნაშრომი წლების წინ, ის თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოში. თუ ამის გამკონტროლებელი რაღაცა არსებობს სადმე, უნდა გაკონტროლდეს და ეს ფული ჩვენს ავტორებს უნდა გადაეცეთ! ეს არის ჩვენი ავტორების კეთილდღეობა და სწორედ ამაზეა საუბარი. ოკუპაცია ერთი საკითხია და მეორე საკითხია ავტორები... როდესაც მათი მუსიკა სრულდება იმავე ტერიტორიაზე, ვინც ჩვენი ოკუპანტია, იმათი უფლებები იყოს დაცული.

 

ჟურნალისტი: რა თქმა უნდა, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან... სხვათა შორის, ერთ-ერთი თემა იყო ის, დავით, ალბათ შენც გეცოდინება, ე.წ. 63-ე მუხლი, რომელიც არ იძლევა უფლებას, რომ ორი კომპანია ფუნქციონირებდეს საავტორო უფლებების დაცვაში...

 

დავით ევგენიძე: ეგ უკვე კანონმდებლობას ეხება, რაშიც ვერ ვერკვევი და მაგაში აბსოლუტურად არანაირი კომპეტენცია არ მაქვს. ჩემს წამოწყებულ კამპანიაზე ოდნავ შემეცვალა აზრი, როდესაც გავეცანი საბუთებს და დოკუმენტებს (საუბარია „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციაზე“). ამიტომ პასუხისმგებელი ვარ, იმ დანარჩენ ავტორებს ჩემი აზრი გავუზიარო საკუთარ არხზე (ნაგულისხმევია „პირველი არხი“), რომელზეც ვგიჟდები, ისე მიყვარს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner