logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არის Zero!
- +

26 მაისი. 2016. 17:28


„ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არის Zero - ნულოვანია მათი რეიტინგი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე", - ამის შესახებ დავით მაღარძემ გადაცემა „მაესტროს ფაქტორში" განაცხადა.



მისი თქმით, კორცხელში მომხდარი დაპირისპირების მიზანი იყო, „ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ მიექცია საზოგადოების ყურადღება.



„ნაციონალრი მოძრაობის" დროს ციხეებში ხალხს ხოცავდნენ და ამას ტელევიზიების მხრიდან დიდი დაინტერესება და ვნებათაღელვები არ მოჰყოლია. დღეს კი კორცხელის ინციდენტი გაბუქებულია მედიის მიერ... თავსმოხვეული კოჰაბიტაცია არ უნდა გამხდარიყო კრიმინალების თავშესაფარი. ახლა „ნაციონალებს" ერთადერთი შანსი დარჩათ, ყურადღება მიიქციონ ამ ცემა-ტყეპით. სადაც ეს ხალხია, ყველგან ცემა-ტყეპაა. ხელისუფლებაში იყვნენ - ასე იყო, ოპოზიციაში არიან - კვლავ ასეა. სხვა პარტიები ხომ დადიან რაიონებში, არსად ასეთი რამ არ ხდება... სადაც დადიან, ყველგან სიბინძურეები ჩააქვთ", - განაცხადა მაღრაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner