logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იქნება ინგლისის პოლიტიკური კრიზისის მძევალი
- +

3 აპრილი. 2019. 00:35

 

 

ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იქნება დიდ ბრიტანეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მძევალი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

 

„ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ევროპული კავშირის და საერთო ბაზრის კარგი ფუნქციონირება. ევროპული კავშირი ხანგრძლივად ვერ იქნება დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მძევალი“, - განაცხადა მაკრონმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ლეო ვარადკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

საფრანგეთის ლიდერის თქმით, საჭიროა დიდ ბრიტანეთთან ახალი ურთიერთობების შენება, რომელიც დარჩება მეგობრად და მთავარ მოკავშირედ.

 

„მაგრამ მომდევნო თვეებს ვერ გავატარებთ ჩვენი „განქორწინების“ წესის დარეგულირებაში“, - აღნიშინა მან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner