logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მძღოლებს რეფორმის განხორციელება ერთი ლარიც კი არ დაუჯდებათ
- +

3 აპრილი. 2019. 01:08

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით ტაქსების რეფორმა არ არის ერთ-ერთი რეფორმა, რომელსაც მერია ახორციელებს.

 

„ჩვენ მთლიანად ვაწესრიგებთ ქალაქში ტრანსპორტს, გვსურს მოვაწესრიგოთ საცობების პრობლემა", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში "პირისპირ".

 

თბილისის მერის განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ტაქსების კუთხით არსებული პრობლემის მოგვარებაა.

 

„ნებისმიერი თბილისელი იტყვის, რომ მას სურს ტაქსები მოწესრიგებული იყოს და მანქანას ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს - ტექდათვალიერება გავლილი, იყოს სუფთა. ვინც ამ სერვისს უწევს საზოგადოებას მათთვისაც მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციელება, რადგან ბენეფიტებს მიიღებენ ტაქსის მძღოლები", - განაცხადა კახა კალაძემ და განმარტა ის სარგებელი რაც A და B კატეგორიის მქონე ტაქსებს ექნებათ. 

 

თბილისის მერის თქმით, მისთვის გაუგებარია რას აპროტესტებს ტაქსის მძღოლების ნაწილი. მისი თქმით, მათთან რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა და ვიცემერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა:

 

„მეც ვაპირებ შეხვდე და კიდევ ავუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს რეფორმა. ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ხორციელდება გარკვეულწილად სოციალურ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ ადამიანებს ამ რეფორმის განხორციელება არცერთი ლარი არ უჯდებათ", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner