საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ საქართველოში არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს თუ შერეულით, ეს პოლიტიკური მოთამაშეების ნებაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ის ფაქტი, თუ რას უნდა ეყრდნობოდეს ქართული დემოკრატია, უნდა იყოს პროპორციული თუ შერეული ტიპის არჩევნები ალბათ იმ პოლიტიკური მოთამაშეების ნებაა, რომლებიც არიან საქართველოში.
უკვე განსაზღვრულია კონსტიტუციით, თუ რა სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები 2024 წელს, მაგრამ საუბარი და დისკუსია ამ თემაზე პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე მუდმივი საუბარი, ფიქრი და დისკუსიაა საჭირო ქვეყანაში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.