logo_geo
eng_logo
მარნეულის საკრებულოს დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა
- +

3 აპრილი. 2019. 13:14

 

მარნეულის საკრებულოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ რაგიმ ასკეროვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

 

აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულის მხრიდან მომდინარეობს მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე.

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 მაისს, 12:00 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

 

პოლიციამ რაგიმ ასკეროვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

 

საქმის მასალების თანახმად, რაგიმ ასკეროვმა საქართველოს მოქალაქეს შ. მ.-ს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დასაქმება შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა ფულადი თანხა 3 000 ლარის ოდენობით. ასკეროვმა მოქალაქეს 2019 წლის 07 მარტსა და 2019 წლის 20 მარტს გამოართვა აღნიშნული ფულადი თანხა, ჯამში 3 000 ლარის ოდენობით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner