ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს.
„თქვენო აღმატებულებავ,
გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატება თქვენს ყველა ახალ წამოწყებაში, მოძმე ქართველ ერს კი, მშვიდობა და კეთილდღეობა", - აღნიშნულია ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.