logo_geo
eng_logo
ახალგაზრდობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის კონსულტანტად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა
- +

3 აპრილი. 2019. 16:48

 

ახალგაზრდობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის კონსულტანტად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა.

 

რეზო ჩარკვიანმა 2000 წელს დაამთავრა ESM-თბილისი. 1999 წელს დაარსა სარეკლამო სააგენტო „სარკე“, რომელშიც 2009 წლის ბოლომდე იყო დირექტორი და სენიორ კონსულტანტი. 2010-2013 წლებში რამდენიმე კომპანიის მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

 

2012 წლიდან დღემდე არის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლექციებს კითხულობს ბიზნეს სკოლა ESM-ის ბაკალავრიატის სტუდენტებთან, მარკეტინგსა და სტრატეგიულ ბრენდინგში. არის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „მილენიალ ჰაბის“ დირექტორი და სენიორ კონსულტანტი,  ასევე ორი სტარტაპის დამფუძნებელი, ესენია „ჟუჟუნა ღვინო“ და „ჯონ ვრაპი“. ამავე დროს, რეზო ჩარკვიანი არის ახალი თაობის, მილენიალების მენტორი და ქოუჩი მათ სტარტაპ საქმიანობასა და კარიერული ზრდის მიმართულებით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner