logo_geo
eng_logo
სადახლოზე, წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

3 აპრილი. 2019. 17:07

 

1-2 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „წითელი ხიდი“ და „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური  დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3,000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner