logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის დასკვნით უფრო დეტალური დაინტერესებაა საჭირო
- +

3 აპრილი. 2019. 17:54

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ უფრო დეტალური დაინტერესებაა საჭირო, რატომ არის სხვაობა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საარჩევნო შტაბებიდან წარდგენილ და „რუსთავი 2“-ის მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წარდგენილ ინფორმაციას შორის.

 

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული დასკვნა დამაფიქრებელია.

 

ამასთან, ვიცე-სპიკერის თქმით, ისმის მთავარი კითხვა, რატომ ჰქონდა გრიგოლ ვაშაძეს ასეთი დიდი უფასო სარეკლამო დრო.

 

„მთავარი კითხვა ისმის, გრიგოლ ვაშაძეს უფასო რეკლამის ასეთი დიდი დრო რატომ აქვს? ამაზე პასუხი ნათელია, ეს არის პარტიული ტელევიზია. გამოდის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანხა ერთი ჯიბიდან ამოიღო და მეორე ჯიბეში გადაიდო. უსამართლობასთან ერთად პოლიტიკური დასკვნებიც ადვილად გაკეთდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარდგენილ დოკუმენტაციებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციებს შორის მნიშვნელოვანი ცდომილებაა.  ასევე, უწყების ცნობით, „რუსთავი 2“-მა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდით, გრიგოლ ვაშაძეს დამატებით 1,281,511 ლარის რეკლამა აჩუქა.

 

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გააკეთა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner