logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილის „საკონცენტრაციო ბანაკში“ ვიყავი!
- +

26 მაისი. 2016. 17:47


დამოუკიდებლობის 25 წლისთავს, სამხედრო ექსპერტი და ყოფილი დიპლომატი ვახტანგ მაისაისა ულოცავს საზოგადოებას, და „რეპორტიორთან" საუბარში იხსენებს  2011 წლის 26 მაისს მომხდარ დარბევას. აცხადებს, რომ მისთვის ორმაგად რთული იყო ის ღამე.


„2011 წლის 26 მაისს მე ვიყავი სააკაშვილის „საკონცენტრაციო ბანაკში" და იქიდან ვაკვირდებოდი სიტუაციას. ჩვენ მაშინ რადიო „თავისუფლების" პირდაპირ ეთერში გავაკეთეთ განცხადება და ამან გამოიწვია მაშინდელი რეჟიმის საშინელი გაცოფება, ზონაში შემოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი. არა მარტო გარეთ იყვნენ ხალხი სიკვდილის საშიშროების წინაშე, არამედ,  ჩვენ პოლიტპატიმრებიც ამ საშიშროების  წინაშე ვიდექით. გამძიებული  არ არის, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, არ დასჯილან  დამნაშავეები. ისევ ცდილობენ ქართველი საზოგადოების პროვოკაციაზე წამოგებას, როგორც 26 მაისს ცდილობდნენ.

მთავარია, რეჟიმისა და სააკაშვილის პოლიტიკური დასჯა მოხდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner