logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშილი: NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველო, პოლიტიკურ და სამხედრო ნაწილში მხარდაჭერის მოლოდინშია
- +

3 აპრილი. 2019. 19:38

 

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველო, როგორც პოლიტიკურ ისე სამხედრო ნაწილში მხარდაჭერის მოლოდინშია.

 

მისი თქმით, NATO-ს საიუბილეო მინისტერიალი 4 აპრილს გამართება, სადაც მოწვეულები არიან მხოლოდ წევრი ქვეყნები, თუმცა ყველაზე მაღალი რანგის ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც იღებს.

 

„თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამას მივესალმებით. NATO-ს გენერალური მდივანი სულ რამდენიმე დღის წინ იყო საქართველოში, ასევე იყო სამხედრო კომიტეტი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ NATO-სთვის შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია არის პრიორიტეტი. შესაბამისად, საქართველოსთან თანამშრომლობაც სხვა, მაღალ დონეზეა აყვანილი. ამიტომ, ცხადია, რომ ამ პროცესში ჩვენ ველოდებით მეტ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე სამხედრო ნაწილში", - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner