„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ირაკლი ბათიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯა ჩვენი ეროვნული და კაცური ღირსების საქმეა.
„დიდი გულისტკივილით ვიზიარებ მწუხარებას გიგა ოთხოზორიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მისი მკვლელების დასჯა და მტრებისათვის საკადრისი პასუხის გაცემა ჩვენი ეროვნული და კაცური ღირსების საქმეა!" - წერს ბათიაშვილი „facebook"-გვერდზე.