პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. არსებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მდგარ "მიცუბიშის" მარკის ავტომობილს საქარე მინა დაუზიანდა, რის გამოც ადგილზე მობილიზებული იყო პoლიცია და ექსპერტთა ჯგუფი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.