ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„როგორც უნდა აკრიტიკოთ ბიძინა ივანიშვილი, ერთი რამ ცხადია და ამ სიმართლეს ვერავინ გაექცევა:
რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ამ გარეწარ სააკაშვილს და მის ნაცსექტას ძალაუფლებას ვერავინ წაართმევდა!
ვერავინ!
და ამას ადასტურებს არა ემოციური შეფასებები - "კარგი" და "ცუდი", არამედ ბოლო 6 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები.
დეტალიზებაც შემიძლია, - რა და რატომ მოხდა, მაგრამ, უპირველესად, იმ ადამიანებს ვეკითხები, ვინც ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენამდეც ებრძოდა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს:
რატომ, რატომ ვერ შევძელით მანამდე მისი დამარცხება?!
თუნდაც დაგვემარცხებინა, რამდენ ხანს შევძლებდით ხელისუფლების შენარჩუნებას?!
რამდენ ხანს გავუძლებდით ბოროტი რევანშისტების შემოტევას?!
კარგად დააკვირდით ნაცსექტის მოქმედებებს და მათ შესაძლებლობებს, - მართალია, მილევადს, მაგრამ მაინც ეფექტიანს, - შევძლებდით ამ უტიფარი გარეწრების ამოძირკვას საქართველოს პოლიტიკური ველიდან?!
ახლა კი, როცა ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელებს ვუყურებ და მათი ქარაგმული გამონათქვამები მესმის, მინდა, მივმართო მათაც და სხვებსაც:
რა დაგაკლოთ?!
"დამავოიში" ხომ არ ჩაგწერდათ?!
არც ეგენი უშვილებია და ჩაუწერია "დამავოიში"!