logo_geo
eng_logo
პარლამენტი ხვალ ლევან იზორიას მოუსმენს
- +

4 აპრილი. 2019. 02:23

 

4 აპრილს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას მოუსმენს.

 

ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

 

“მინისტრის საათის“ ფარგლებში, პარლამენტი, მიმდინარე წლის განმავლობაში, 11-ვე მინისტრს მოუსმენს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner