logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: 26 მაისი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღეა!
- +

26 მაისი. 2016. 17:49


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე „რეპორტიორთან" 26 მაისის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი დღე.


„26 მაისი თითოეული ქართველისთვის და, მე ვფიქრობ, საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე. ეს არის იმედის მომცემი დღე ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა მაგრამ ამდენჯერვე დავკარგეთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი, ძლიერი და ისეთი სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე თავს იგრძნობს როგორც ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილი. ამას რა თქმა უნდა, სჭირდება ძალიან ბევრი შრომა, მოთმინება, გარკვეული დრო და სწორი პოლიტიკა, იმისათვის, რომ საბოლოოდ შედეგამდე მივიდეთ", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.


ხუნდაძე ასევე საუბრობს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე და ამბობს, რომ მცირედი ძალადობაც კი უნდა იყოს აღკვეთილი.


„ვფიქრობ, თითოეული საქმე უნდა იყოს შესწავლილი სამართალდამცავების მხრიდან. კომენტარის გაკეთება, კონკრეტული ადამიანი არის თუ არა დამნაშავე, ძალიან რთულია, თუმცა  26 მაისს იყო ძალადობა და მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ძალადობა უნდა იყოს აღკვეთილი, იმიტომ რომ მცირედი ძალადობა წარმოშობს დიდ ძალადობას. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც დასავლური ღირებულებებისკენ აქვს კურსი აღებული, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცირედი ძალადობის შემთხვევაც კი იყოს დასჯილი. მე ვფიქრობ, რომ დღეს არის თემები, რომლებიც არ არის ბოლომდე მიყვანილი", - აცხადებს ხუნდაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner