თბილისში, თემქაზე კლინიკა „ჯერარსი“ გაიხსნა. კლინიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზეიმოდ გახსნა.
როგორც კლინიკაში განმარტეს, ის დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ. შენობა აშენებულია 12 000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
სამედიცინო სივრცეში ორგანიზაციული პროცესები მოიცავს ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყლის ფილტრაციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის უახლესი სისტემების უწყვეტ მონიტორინგს.
კლინიკაში განთავსებულია 10 საოპერაციო, ორი კათეტერიზაციის ლაბორატორია და 208 საწოლი.