საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთი წევრი აირჩია. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით ცესკო-ს წევრი გიორგი შარაბიძე გახდა. მას მხარი დაუჭირა 78 დეპუტატმა, წინააღმდეგ კი 12 წავიდა.
დეპუტატებმა მეორე კანდიდატ ნათია იოსელიანსაც უყარეს კენჭი, თუმცა მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩავარდა.
პარლამენტს ცესკო-ს წევრად გიორგი შარაბიძის კანდიდატურა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.
გიორგი შარაბიძე 2013 წლის დეკემბრიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.