საქართველოს კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი ეწვევა. როგორც „პირველი არხისთვის“ გახდა ცნობილი, კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი 16-18 აპრილს იგეგმება.
ნიკოს ანასტასიადესის ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები მიმდინარე წლის თებერვალში მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს ქრისტოდიულიდესმა განიხილეს.
საქართველოს საგარეო უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ამ მხრივ, დადებითად შეაფასეს კვიპროსის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეწვიოს საქართველოს. ასევე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი ახალ მნიშვნელოვან ბიძგს შესძენს საქართველო-კვიპროსის ურთიერთობას.