logo_geo
eng_logo
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

4 აპრილი. 2019. 13:31

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰერონის“ არაერთგზის შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებული ა.ი. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონოდ გასაღებისთვის ნასამართლევმა ა.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით - 0,6932 გრ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 27 და 29 ივნისს ქ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში,  ნაწილ-ნაწილ 640 ლარის სანაცვლოდ  მოქალაქეზე გაასაღა.

 

სამართალდამცველებმა ა.ი. 2018 წლის 2 აგვისტოს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით  (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ა.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner