logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ჩვენ გავხდებით NATO-ს წევრი ქვეყანა!
- +

4 აპრილი. 2019. 13:33

 

 

„ჩვენ მომავალში გავხდებით NATO -ს წევრი ქვეყანა - საერთაშორისო მიღწევები ძალიან საამაყოა თითოეული ქართველისთვის და მინდა, ეს გავუზიარო თითოეულ ადამიანის, რადგან ეს არის საერთო წარმატება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

ლევან იზორიას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებისა და ალიანსის წევრი ქვეყნები, დადებითად აფასებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რისი დასტურიც არის უპრეცედენტო სწავლება, რომელიც საქართველოში გასულ კვირას ჩატარდა და ის საერთაშორისო შეხვედრები, რომელშიც საქართველო მონაწილეობს.

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება აშშ-ს, როგორც მთავარი პარტნიორთან არსებულ წარმატებასა და მიღწევებზეც გაამახვილა.

 

„დღეს NATO-ს დაარსების დღეა და შეგნებულად გადავწყვიტე ამ დღეს წარვმდგარიყავი „მინისტრის საათის“ ფორმატში. საუბარს დავიწყებ იმ პროგრესზე, რაც NATO-საქართველოს ურთიერთობებს ეხება და რომლის დასტურია გასულ კვირას ჩატარებული ის უპრეცედენტო სწავლება, რომელიც საქართველოში გაიმართა. ამის დასტურია მაღალი დონის ვიზიტები და განსაკუთრებით, ის აღიარება და მხარდაჭერა, რაც საქართველოს და თავდაცვის უწყებას აქვს იმ რეფორმების განხორციელების შედეგად, რომელიც ბოლო წლებში განვახორციელეთ და რომელიც გვაძლევს მტკიცე საფუძველს ვთქვათ - ჩვენ მომავალში გავხდებით NATO-ს წევრი ქვეყანა. საუბარი ასევე შეეხება მთავარ პარტნიორთან, აშშ -სთან უპრეცედენტო თანამშრომლობის დინამიკას, რომელიც გამოიხატება მზარდ ფინანსურ დახმარებაში, აღჭურვაში, ერთობლივ სწავლებაში და მომავალი თანამშრომლობის გეგმებში. მიღწევები ძალიან საამაყოა თითოეული ქართველისთვის და მინდა, ეს გავუზიარო თითოეულ მოქალაქეს, რადგან ეს არის საერთო წარმატება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner