logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროში კორუფციის არსებობა კატეგორიულად გამორიცხეთ
- +

4 აპრილი. 2019. 13:36

 

 

„თავდაცვის სამინისტროში კორუფციის არსებობა კატეგორიულად გამორიცხეთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში განუცხადა.

 

ლევან იზორიას განცხადებით, ბრალდებები, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკოსთა ნაწილისგან ჟღერდება, აბსურდულია და არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. მინისტრი დაინტერესებულ მხარეებს ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას სთავაზობს, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და რომელიც მისი თქმით, გააბათილებს კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა ეჭვსა და ბრალდებას.

 

„ორნახევარ წელიწადზე მეტია, ჩვენ თავდაცვის უწყებაში ვართ და არ მინახავს არც ერთი დეპუტატი უწყებაში. თუ მათ აღელვებთ არსებული სიტუაცია, მოვიდნენ, ჯარი ყველასთვის ღიაა. გამოდის და ვიღაც ამბობს, ხორცი არაა ჯარში, შიმშილის პირასაა ჯარი, კორუფციული ინტერესების გამო ტენდერი ჩავარდა, როდესაც არ ჩაგვიტარებია აღნიშნული ტენდერი. კატეგორიულად გამორიცხეთ კორუფციის არსებობა თავდაცვის სამინისტროში. მითხარით კონკრეტული ფაქტი, რომელიც ამას ადასტურებს და მე კარს ვაღებ მედიისთვის, სადაც ყველანაირ დოკუმენტაციას წარმოვადგენ, გარდა საიდუმლო ინფორმაციისა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner