logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: ვერ ვხედავ სიტუაციას, რომ სააკაშვილმა შეძლოს საქართველოში დაბრუნება
- +

26 მაისი. 2016. 18:10


მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში" განაცხადა, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნებასა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას, თუმცა არ დაუზუსტებია, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს.


 ამ თემაზე „რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ:

   

„არ მგონია, დღევანდელ ვითარებაში და მითუმეტეს, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სააკაშვილზე, მან  შეძლოს საქართველოში დაბრუნება, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მაინც. ადრეც გააკეთა მან მსგავსი განცხადება. წინასაარჩევნო კამპანიაში, ალბათ ჩაერთვება და უკვე ჩართულიც არის, ორჯერ თუ სამჯერ სკაიპითაც იყო ჩართული და ასე იქნება სავარაუდოდ არჩევნების ბოლომდე. ამ ტიპის ჩართვაზე და აქტივობაზეა სწორედ საუბარი. თუ დაბრუნდება, მას უბრალოდ დააპატიმრებენ და ეგ იქნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner