88 წლის რეჟისორი გიორგი დანელია მოსკოვში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ქართველი რეჟისორი გიორგი დანელია თებერვლის ბოლოს საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს.
გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. მან დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი 1955 წელს; 1959 წელს მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო კურსები. 1959 წელს მოსკოვის კინოსტუდიის „მოსფილმის“ რეჟისორად იწყებს მუშაობას.
მისი ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977), „შემოდგომის მარათონი“ (1980), „ქინ-ძა-ძა“ (1986). მის შემოქმედებას ახასიათებს ჭეშმარიტად ღრმა სატირა, გააზრებული გროტესკი, დახვეწილი ლირიზმი.