26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ქალაქის ერთი-ერთი სიმბოლო „მანეკენ პისი" ქართულ ეროვნულ სამოსში შეიმოსა.
8 ივნისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ასევე მოეწყობა საზეიმო მიღება, რომელიც გაიმართება ევროკავშირისა და NATO-ს მისიების მხარდაჭერით. ღონისძიება ასევე გაფორმდება მუსიკალურად.